1.პროექტის სახელწოდება:
ენერგიის უარყოფითი ხარჯვა
2. პროექტის მთავარი
იდეა: პრობლემის გაანალიზება თუ რა იწვევს ენერგიის უმიზნო ხარჯვას და მისი შედეგები.
იგი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ ხშირად ანთია ნათურები მაშინ როცა იგი საჭირო
არ არის აგრეთვე სხვა ელექტრო ხელსაწყოები, გახსნილია და დაზიანებულია ონკანები. ენერგიის
გამოყენების ოპტიმალური გზების ძიება. მონაცემების პრეზენტაციის სახით წარმოდგენა და
გავრცელება ინტერნეტში.
3. პროექტის აქტუალობა:
დღესდღეისობით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ენერგიის უმიზნო და განუსაზღვრელი
ხარჯვა მაშინ როცა იგი არ არის უსასრულო და აგრეთვე დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.
ამ პროექტით ბავშვები გაათვითცნობიერებენ და ისწავლიან მის ეკონომიურ ხარჯვას. ისწავლიან
რომ მინიმალური დანახარჯებით შეიძლება მაქსიმალური მოგების მიღება თუ ყველაფერს სწორად
გათვლიან.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებში პრობლემის ანალიზის უნარის განვითარება. პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. კვლევა ძიების უნარის განვითარება.
პრობლემის გადაჭრის გზების უნარის განვითარება. ეკონომიკური გათვლების გაკეთების უნარი,
ინტერნეტში მუშაობის, პრეზენტაციების კეთების და მათი ბლოგებზე განთავსების უნარის
განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი
6. განხორციელების
ვადები: 10 დღე
7. პროექტის ამოცანები:
·
ოჯახში
მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიების დანახარჯების განსაზღვრა გარკვეული პერიოდის
განმავლობაში.
·
ენერგიებს
შორის პრიორიტეტულობის განსაზღვრა (ეკონომიკური თვალსაზრისით)
·
ენერგიის
დაზოგვის გზების განსაზღვრა.
8. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები განსაზღვრავენ რა სახის ენერგიას მოიხმარენ ოჯახებში (ელექტრო ენერგია,
ბუნებრივი აირი, თხევადი საწვავი, შეშა და სხვა.)
გააკეთებენ იმ მოწყობილობების ჩამონათვალს
რომლებიც მოიხმარენ ამ ენერგიას გამოთვლიან რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ ეს მოწყობილობები
ერთი კვირის განმავლობაში, გამოთვლიან მის ღირებულებას და დაადგენენ თუ რა უჯდება თითოეულ
ოჯახს მის მიერ მოხმარებული ენერგია.
მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილების სახით ცხრილს
ექნება ასეთი სახე:
დასახელება
|
რაოდენობა
|
ჯამური სიმძლავრე
|
მუშაობის ხანგრძლივობა
|
დღე-ღამეში მოხმარებული ელექტრო ენერგია
|
ენერგიის ღირებულება
|
ელექტრონათურა
|
|||||
მაცივარი
|
|||||
ტელევიზორი
|
|||||
კომპიუტერი
|
|||||
უთო
|
|||||
სარეცხი მანქანა
|
დახარჯული ენერგიის
გამოსათვლელად მოწყობილობის სიმძლავრე უნდა გამრავლდეს მუშაობის ხანგძლივობაზე . დაადგენენ,
ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობათ,
წყლის გასაცხელებლად. დაადგენენ მათ ღირებულებას და წარმოადგენენ დიაგრამის სახით.
მონაცემებზე დაყრდნობით
გააკეთებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას
შემდეგ განათავსებენ ბლოგებზე. რომ უფრო ფართო საზოგადოება გაეცნოს.
9. მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ისწავლიან მონაცემების წარდგენას სხვადასხვა სახით, შემცირდება ენერგიის
უყაირათო ხარჯვა რის გამოც გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი.
მოსწავლეები შეეცდებიან
სხვა თანატოლებიც მიაჩვიონ იყონ რაციონალურები და ოპტიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ
არსებული რესურსები. ისწავლიან ისტის გამოყენებას მონაცემების მოძიების დამუშავების
და გამოყენება გავრცელების პროცესში.
პროექტის ხელმძღვანელი:
მანანა კვაჭაძე
No comments:
Post a Comment